საქართველოს პრემიერ-მინისტრი გორში დევნილებს ხვდება
ამ წუთებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გორში, კომბინატის დასახლებაში დევნილებს ხვდება.

მამუკა ბახტაძე გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე, იმ იძულებით გადაადგილებულ პირებთან მივიდა, რომლებსაც საცხოვრებელი ბინები ცოტა ხნის წინ გადაეცათ.

მთავრობის მეთაური ახლა ქესანაშვილების ოჯახში იმყოფება.

ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.

პრემიერი გორში შერიგების მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად იმყოფება და მოგვიანებით შინდისში ჩასვლასაც გეგმავს. მინისტრები გვირგვინებით შინდისის გმირების მემორიალს შეამკობენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები