ახალი ამბები
ნუგი ახალკაცი - ომის დროს დაღუპული 16-წლის ბიჭის ამბავი
სოფელი დილით დაიბომბა. 16-წლის ნუგი (ნუგზარ ) ახალკაცმა მძიმე ჭრილობა ყელთან მიიღო. ხელები ნელ-ნელა უფითრდებოდა.

ოჯახის წევრებმა სასწრაფოდ გორში წაიყვანეს. გორის ჰოსპიტალში აღარავინ დახვდათ. 12 აგვისტო იდგა, განგაში გამოცხადებული იყო და ქალაქიდან ექიმების ევაკუაციაც განხორციელდა.

მანქანით დაჭრილი მოზარდი თბილისისკენ წაიყვანეს. ტრანსპორტი გაუფუჭდათ კიდეც, თუმცა, გზა მაინც გააგრძელეს. იგოეთთან ბავშვმა გონება დაკარგა. თბილისის შესასვლელში პაპამ პოლიციას სთხოვა - საავადმყოფომდე დაჭრილი შვილი მიმაყვანინეთო. სირენებით გზა გაათავისუფლეს.... იმავე ღამით ბავშვის ცხედარი სოფელში ჩამოასვენეს. ჭირისუფლები ხედავდნენ, რომ თორტიზა დაცარიელებული იყო, ხოლო ცხენებით, ურმებით, ფეხით და, ვისაც როგორ შეეძლო, ზემო მხარის სოფლებიდან მოსახლეობა იხიზნებოდა. ჭირისუფლებს ცხედართან ერთად კვლავ სოფლის დატოვება მოუწიათ.

ტრაგიკული ამბავი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ თორტიზაში მცხოვრებ ნანა ახალკაცის ოჯახს დაატყდა. ბებიასთვის ყოველი წლის აგვისტო ,,2008 წლის აგვისტოს" ტოლფასია.

ვიდეოში მოისმენთ ბიჭის ამბავს, რომელიც მომავალში დიპლომატობისთვის ემზადებოდა და რამდენიმე ენას სწავლობდა:



Print

სტატიის გამოყენების პირობები