რუსული ტანკების გზა გორისკენ - არკადი ბაბჩენკოს ფოტოები
2008 წლის 10-12 ასგვისტოს ჟურნალიტი არკადი ბაბჩენკო ბატალიონ ,,ვოსტოკს" ახლდა. 11 აგვისტოს რუსული არმია ცხინვალიდან ზემო ნიქოზის გავლით, გორისკენ დაიძრა. ჟურნალისტმა სწორედ ის ფოტოები გადაიღო, რომელიც ოკუპაციის პროცესს ასახავს.



ფოტოზე: ,,ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო

ეს ის ბატალიონი იყო, რომელიც სოფელ შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს გადააწყდნენ. შეტაკებისას 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ბაბჩენკო წერს, რომ ,,ვოსტოკი" ძველი საბჭოთა რუკით მოძრაობდა და რუსეთის სამხედროებს ერთგან გზაც კი აებნათ.







ამიტომაც, ფოტოებზე ჩანს, რომ რუსული ბატალიონი, სადაც ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის გაგზავნილი ჯარისკაცებიც იმყოფებოდნენ, ბაღებისა და ყანების გავლით მოძრაობდნენ. ზემო ნიქოზის შემდეგ, ზემო ხვითი გაიარეს. აქ ტყვედ ორი ქართველი მწყემსი აიყვანეს, სასტიკად სცემეს და ქართული ჯარის ადგილსამყოფელის შესახებ, ინფორმაციას სთხოვდნენ.







ბაბჩენკოს ფოტოებში ისიც ასახულია, რომ სატანკო ბატალიონს საჰაერო მხარდაჭერაც ჰქონდათ. ორი ვერტმფრენი ტერიტორიას აკონტროლებდა.


ბრძოლა შინდისთან





11 აგვისტოს, საღამოს 20:30 წუთზე, რუსულმა არმიამ გორთან ავტობანი გადაკეტა. საქართველოს ორი მხარე - აღმოსავლეთი და დასავლეთი მხარე ერთმანეთს მოწყდა. 12 აგვისტოს კი, გორი დაიკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები