12 აგვისტოს გორში კასეტური ბომბი ჩამოაგდეს
11 წლის წინ გორში კასეტური ბომბი ჩამოაგდეს. დასახლებულ პუნქტში ამ იარაღის გამოყენება საერთაშორისო სამართლით აკრძალულია. იმ დილით ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად იყო შეგროვებული.

კასეტური ბომბი, სწორედ, იმ დროს ჩამოვარდა. რუსეთის სამხედროები კი 2-3 კმ მანძილზე, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იდგნენ. წინა საღამოს, 11 აგვისტოს, მათ დაიკავეს გორის გასასვლელი და გადაკეტეს ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეების დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი.

12 აგვისტოს დილით კი, ქალაქის ცენტრის დაბომბვით, დაღუპნენ: ვაჟა ბესტავაშვილი, ავთანდილ ქერდიყოშვილი, გოჩა სეხნიაშვილი, ვიქტორ ხადური, ზავენა ანესაშვილი და ამირან კურტანიძე. მოგვიანებით დაჭრილი ანა დოკაძეც გარდაიცვალა, საავადმყოფოში. დაიღუპნენ ასევე დაჭრილი ავთანდილ ცერცვაძე და 83 წლის კარლო აბუაშვილი. დაჭრილმა ალექსანდრე ბაზანდარაშვილმა კი, საავამდყოფოში 9 დღე გასძლო და ისიცგარდაიცვალა.

მოკლულ იქნა ჰოლანდიელი ჟურნალისტი. გორი ქართულმა ჯარებმა წინა დღეს დატოვეს.

02.15 სთ-ზე დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. განხილულ იქნა საფრანგეთის მიერ შემოთავაზებული რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები