ძროხა გადაყავთ ღორის გალიით - პირუტყვის გადაყვანის წესი
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქონლის ტრანსპორტირება დასაშვებია ნებიმიერი ტრანსპორტით. ფოტოზე ასახული ვითარება კი, სპეციალისტების აზრით, სრულიად შეუსაბამოა როგორც ხორცის მწარმოებლებისთვის, ასევე, ხორცპროდუქტების მომხმარებლებისთვის.

დასაკლავად გამზადებული ძროხა მოთავსებულია ღორის გალიაში. მოხრილია კისერთან, წაქცევის შემთხვევაში თავს ვერ გაასწორებს. მძღოლს თან არ ახლდა გამცილებელი, რაც სპეციალისტების აზრით, აუცილებელია.

ხორცისა და ხორცპროდუქტების ტექნოლოგიების სპეციალისტები, პაატა და გიული გოგოლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში, სტატისტიკური მონაცემებით, ცხოველთა დიდი ნაწილი ტრანსპორტირებისას იხოცება, რაც გამოწვეულია შეუსაბამო ტრანსპორტირებით.

პირუტყვის ტრანსპორტირება შესაძლებელია, მხოლოდ, ვეტერინართა ზედამხედველობით, შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობით. დოკუმენტაციაში აღნიშნული უნდა იყოს გამცილებლის ვინაობა, მარშრუტი, ცხოველის კვების რეჟიმი და ა.შ.გამცილებელი ვალდებულია მიიღოს ზომები ცხოველის ცოცხალი მასისა და ნაკვებობის შესანარჩუნებლად.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არასათანდო ტრანსპორტირებისას იკლებს ცხოველის ხორცის გასავლიანობა, ხოლო აუარესებს ტყავნედულეულის ხარისხს.

თითოეულ მსხვილფეხა საქონელს სჭირდება 2 მ 2 ფართობი, - ახალგაზრდა პირუტყვის და ღორისთვის - 1.6 მ 2 მ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები