ყინწვისის გზა უკვე დაზიანდა
3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყინწვისის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დღეს, რამდენიმე ადგილას, ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაზიანებულია.

ზედა ფენა, დაახლოებით 5 ლოკაციაზე, მთლიანად მოცლილია. სამუშაოები 2016 წელს კომპანია ,,ბლექსი გრუპმა" დაასრულა.

,,აღნიშნული შიდასახელმწიფოებრივი გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში დაიგოა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, გვერდულები, კიუვეტები და გაბიონები.

,,აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. ასფალტ-ბეტონის საფარი ზოგან ნაწილობრივ, ცალკეულ მონაკვეთებზე კი მთლიანად იყო დაზიანებული და ზედაპირული წყლები გზის სავალ ნაწილზე მოედინებოდა. რეაბილიტირებული გზით ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები უფრო კომფორტულად შეძლებენ ყინწვისის მონასტერთან დაკავშირებას." - აღნიშნავდა 2016 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები