მოპედის მძღოლი საავადმყოფოში გარდაიცვალა
არასრულწლოვანი, რომელიც მოპედით სასაფლაოს მაგიდას დაეჯახა, გარდაიცვალა.

"ექიმების სამსაათნახევრიანი მცდელობის მიუხედავად, ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა"- აცნობეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს "გორმედიდან".

17 წლის ბიჭი მამის საფლავიდან მოპედით მოდიოდა, რა დროსაც გადაბრუნდა და მაგიდის კიდეზე წამოეგო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები