ქვემო ჩოჩეთელები კვლავ ფერისცვალების იმედად დატოვეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ქვემო ჩოჩეთის უბნის მოსახლეობა კვლავ ფერისცვალების იმედზე დატოვეს. უბანში, სადაც 100-მდე ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყალი კვლავ ორ დღეში ერთხელ მიეწოდებათ.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, უბნის მოსახლეობის გასაჭირით, ადგილობრივი და რეგიონალური მთავრობა არ დაინტერესებულა:

,,იმის მაგივრად, რომ მოსულიყვნენ და ჩვენი პრობლემა ადგილზე შეესწავლათ, დაგვცინიან. ამას მოწმობს ის განცხადება, რაც მერმა გააკეთა" - აღნიშნავენ ქვემო ჩოჩეთელები.

კასპის მერმა განაცხადა, რომ ქვემო ჩოჩეთის უბანს სასმელი წყლის პრობლემა ფერისცვალების შემდეგ (19 აგვისტო) მოუგვარდებათ, რადგან წვიმა მოვა. წვიმის შედეგად მოსახლეობა ბაღებს მორწყავს, ხოლო სასმელი წყალი გამოთავისუფლდება და ქვედა უბანსაც ეყოფა.

,,ეს რეალობა გვაქვს. ფერისცვალების შემდეგ ნალექიანი ამინდები დადგება, მდინარე კავთურაში წყალი მოიმატებს და კავთისხევში სარწყავი წყალი ექნებათ. მოსახლეობა კი, სასმელ წყალს მოსარწყავად აღარ გამოიყენებს" - აცხადებდა კასპის მერი ორი კვირის წინ.

სოფელ კავთისხევი 600 ტონიანი სასმელი წყლის ავზით მარაგდება.

იხ. ამავე თემაზე:

კავთისხევში ქვემო ჩოჩეთის უბნელები სასმელ წყალს 2 დღეში ერთხელ ელოდებიან

კასპის მერი: ,,ფერისცვალების შემდეგ მიწაში წყალი მოიმატებს"
Print

სტატიის გამოყენების პირობები