ჯომარდობაში მონაწილეობა შიდა ქართლიდან 15-მა შშმ პირმა მიიღო
ბორჯომში გამართულ ჯომარდობაში ხაშურის გუნდმა გაიმარჯვა. მათ ზუგდიდის გუნდი დაამარცხეს.

ჯომარდობაში მონაწილეობას შიდა ქართლიდან გორის გუნდიც იღებდა. გორის გუნდი, რომელიც 15 შშმ პირით იყო დაკომპლექტებული, მესამე ადგილზე გავიდა.

"აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ამ სახელწოდების პროექტი მე-7 წელია იმართება, რომლის მიზანს სხვადასხვა აქტივობებში შშმ პირების ჩართვა წარმოადგენს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გუნდი წელს სამი შშმ პირით იყო წარმოდგენილი. ორგანიზაცია "მომავლის სახლის" ბენეფიციარები პროექტში უკვე ოთხი წელია ჩართულები არიან.

ხაშურის გარდა ღონისძიებაში შიდა ქართლის კიდევ ერთი გუნდი იღებდა მონაწილეობას. გორის მუნიციპალიტეტიდან ჯომარდობაში 12 ბენეფიციარი იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში ჯომადობაში მონაწილეობას სულ 12 მუნიციპალიტეტი იღებდა.

"აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ორგანიზატორია ახალგაზრდული მედია კავშირი, რომელიც მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით პერიოდულად აწყობენ მსგავსი სახის აქტივობებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები