იგოეთთან ავარიას დედა-შვილი და სამხედრო პირი ემსხვერპლნენ
იგოეთთან, სოფელ რენეს სიახლოვეს, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპნენ: 55-წლის ქალი, მისი 30-წლის ვაჟიშვილი და მათი მეზობელი, 31-წლის სამხედრო მოსამსახურე.

სამივე მათგანი სოფელ ბრილიდან ტაქსით თბილისისკენ მიდიოდნენ. გარდაცვლილები ხაშურის მუნიციპალიტეტიდან სოფელ ბრილიდან არიან.

„დედა-შვილი და მათი მეზობელი თბილისში მიდიოდნენ ბრიილიდან, რა დროსაც მოხდა ავარია. მეზობლის ბიჭი 31 წლის არის და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მსახურობდა. დედა 55 წლის არის, მისი ბიჭი კი 30-ის“ უთხრა qartli.ge-ს სოფელ ბრილის ადმინისტრაციული თემის სპეციალისტმა, ვეფხია ჩუბინიძიმე.

„მერსედესის“ მარკის ვატომობილში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მანქანის მძღოლი ცოცხალია, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიულს შეეჯახა.

შინაგან სამქეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები