სოფელ ფლავში სოციალურად დაუცველებს თივა დაეწვათ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში, სოციალურად დაუცველი ოჯახის კუთვნილ საბძელში ხანძარი გაჩნდა. დაიწვა საქონლისთვის განკუთვნილი თივა.

მოსახლეობამ ცეცხლი საკუთარი ძალებით ჩააქრეს. თივა ადგილობრივ მკვიდრს, ამირან მარკოზაშვილს ეკუთვნოდა. ის საბძელში თივას პირუტყვისთვის ინახავდა.

„ოჯახი სოციალურად დაუცველია, სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. 2 სახანძრო ეკიპაჟი მოვიდა, მაგრამ მათ მოსვლამდე ცეცხლი თითქმის ლოკალიზებული იყო, ადგილობრივებმა ჩააქრეს საკუთარი ძალებით“ - უთხრა Qartli.ge-ს გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმოამდგენელმა ზაზა კორინთელმა.

ფოტო: თემატური
Print

სტატიის გამოყენების პირობები