გორში რიგით მწვრთნელებს შეპირებული ხელფასი არ გაუზარდეს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი მწვრთნელებისთვის ხელფასის მომატებას ითხოვს.

ირმა ამბარდნიშვილი ინიციატივით საკრებულოს სხდომაზე გამოვიდა.

„ადგილობრივი ხელისუფლება გასულ ზაფხულს, წინასაარჩევნოდ მწვრთნელებს ხელფასების მომატებას დაპირდა. მათი შრომითი ანაზღაურება 2019 წლის იანვრიდან უნდა გაზრდილიყო, თუმცა მოატყუა. ხელფასები მხოლოდ დამსახურებულ მწვრთნელებს სხირელსა და პაპიტაშვილს გაუზარდეს, მათ ვინც ოლიმპიური ჩემოპიონები აღზარდა. პატარა მოჭიდავეების მწვრთნელებს თვეში 300 ლარს უხდიან, ისინი 30 და მეტ ბავშვს ამეცადინებენ, ამ მოჭიდავეებს შემდეგ პაპიტაშვილი და სხირელი წვრთნიან." - ამბობს ინგა ამბარდნიშვილი.

ინგა ამბარდნიშვილის განმარტებით, ადმინისტრაციაში არის თანამდებობები, ვისაც 900 ლარს უხდიან. მწვრთნელებს კი ყურადღებას არავინ აქცევსენ.

,,ისინი ზრდიან თაობებს, რომლებსაც საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ. ვითხოვს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მათი სახელფასო სარგო გაზარდოს“ - აცხადებს Qartli.ge-სთან ირმა ამბარდნიშვილი.

საკრებულოს სხდომაზე ირმა ამბარდნიშვილს უპასუხეს, რომ ამას ბიუჯეტში ცვლილებები სჭირდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები