საპრიზო თანხა 5000 ლარი იქნება - შიდა ქართლში რეგიონალური ტურნირისთვის ემზადებიან
15 აგვისტოს სრულდება განაცხადებების მიღება იმ გუნდებისგან, რომლებსაც რეგიონალურ ტურნირზე მონაწილეობის მიღება სურთ. ამის შესახებ სპორტის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს მასშტაბით, საფეხბურთო ტურნირის ჩატარებას გეგმავეს. თითო რეგიონიდან 2-2 გუნდი იქნება წარდგენილი:

,,ჩვენი რეგიონიდან ორი გუნდი შეირჩევა. მანამდე, შიდა ტურნირი გაიმართება, სადაც გამარჯვებულები ფულად ჯილდოებს მიიღებენ" - აცხადებს სააგენტოს წარმომადგენელი ჯემალ მჭედლიშვილი.

მისი თქმით, I ადგილზე გასული გუნდი 5000 ლარს, მე-2 ადგილზე გასული გუნდი - 3 ათას ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი 2 ათას ლარს მიიღებს.

,,დებულებები უკვე გაგზავნილია მუნიციპალიტეტებში. შერჩევა უკვე დაიწყება" - აღნიშნა მჭედლიშვილმა. მინი ფეხბურთის ტურნირზე ფეხბურთელები 7/7-ზე ითამაშებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები