საქართველოს რკინიგზამ გორის მერიას გადასასვლელებზე საგზაო ნიშნების დაყენება მოსთოხვა
გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, რკინიგზის გადასასვლელებთან, ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზამ გორის მერიას მიმართა.

მერიის მიერ წარდგენილ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საკითხის მოგვარება რკინიგზის დეპარტამენტმა მოითხოვა. შლაგბაუმიან და უშლაგბაუმო გადასვლელებზე ნიშნები შემდეგ სოფლებში დაიდგმება: ქვახვრელი, შინდისი, ქვემო ხვითსა და ნიქოზში.

ამ ოთხი სოფლიდან მატარებლები ინტენსიურად, მხოლოდ, ქვახვრელში მოძრაობს. დანარჩენ სამ სოფელში ჯერ-ჯერობით, დღეში მხოლოდ ერთი - ნიქოზი-თბილისის მატარებელი მოძრაობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები