ქვიშხეთი გაფიცული 60 მუშიდან 10 კაცი სამსახურში დაბრუნდა
„დაახლოებით 10 ადამიანი სამსახურიდან წამოსვლის მეორე დღეს დაბრუნდა კომპანიაში. რაც შეეხება დარჩენილ 50 ადამიანს, ნაწილი სახლში ვსხედვართ უმუშევრები და ნაწილი სხვაგან გადავიდა“ - უთხრა Qartli.ge-ს ვალერი მჭედლიშვილმა, რომელიც კომპანიაში მუშაობდა.

სარკინიგზო მაგისტრალზე მომუშავე 60 ადგილობრივი მოქალაქე პიველ აგვისტოს გაიფიცა. ისინი კომპანია „ჩინეთის რკინიგზა 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებს უჩიოდნენ; ხელფასების 50%-ით მომატებას, შვებულების და ბიულეტინით უფლებით სარგებლობას; ასევე, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვდნენ.

ხუთდღიანი გაფიცვის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებსა და მუშაბს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც 60-მა თანამშრომელმა სამსახური დატოვა.

მათ უფლებებს რკინიგზელთა პროფკავშირები იცავდნენ, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩაერთულება.

დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მსენებლობვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში 2011 წელს დაიწყო, საქართველოს რკინიგზამ კონტრაქტორად „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ დაიქირავა, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

ობიექტის მშენებლობაზე დასაქმებულები ანალოგიური მოთხოვნით 2016 წელსაც გაიფიცნენ, თუმცა კომპანიამ მუშების მოთხოვნები არც მაშინ დააკმაყოფილა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები