გუგუტიაანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელოდებიან
გუგუტრიაანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლებს ელოდებიან.

როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ელჩები ე.წ. საზღვართან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან ერთად ჩავლენ.

ისინი ბორდერიზაციის პროცესს ადგილზე დააკვირდებიან.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში რუსი და ოსი ე.წ. მესაზღვრეები დღეს დილით ისევ გამოჩნდნე თუმცა, ხელოვნური ბარიერების მშენებლობის პროცესი აღარ განუახლებიათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები