გუგუტიანთკარში საოკუპაციო ზოლში მოქცეულ სახლებს შლიან
გამყოფ ხაზთან და საოკუპაციო ზოლში მოქცეულ საცხოვრებელ სახლებს მათი მფლობელები შლიან. ამისათვის 3-დღიანი ვადა რუსმა სამხედროებმა გუშინ მისცეს. 

სახალხო დამცველი გუგუტიანთკარში მოსახლეობას შეხვდა. ნინო ლომჟარია სოფელში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა.

„სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დაკარგვა, რაც იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ასევე მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.“- ნათქვამია განცხადებაში.

გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაცუიო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესს უკვე ერთი კვირაა ახორციელებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები