საქართველოში აკრიდიტირებული ელჩები გუგუტიაანთკარში იმყოფებიან
საქართველოში აკრიდიტირებული ელჩები ამ წუთებში გუგუტიაანთკარში იმყოფებიან.

ისინი ე.წ. საზღვართან სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან, სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ირაკლი ანთიძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან ერთად იმყოფებიან.

მათ საკუთარი თვალით ნახეს საოკუპაციო ძალების მიერ აღმართული ახალი ხელოვნური ბარიერები.

ახლა კი, თვალს ადევნებენ თუ როგორ შლის საკუთარ სახლს გივი რაზმაძე, რომლის სახლიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყვება.

მათ გაიხსენეს დვანის მაგალითი, სადაც ოკუპაციის გამო, მერაბ მეკარიშვილმა საკუტარი სახლი აგურ-აგურ დაშალა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები