გუგუტიანთკარში დღეს ონლაინმედიების წარმომადგენლები არ შეუშვეს
15 აგვისტოს გუგუტიანთკარში შინაგან საქმეთა სამინისტრო  ონლაინმედიის წარმომადგენლებს არ უშვებს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში შესვლას ონლაინმედიის ჟურნალისტები უშედეგოდ ცდილობენ.

პრეს-სამსახური აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე სოფელში საერთაშორისო მედიასა და ტელევიზიების ჟურნალისტებს უშვებენ.

„ჯერ არ ვიცით როდის მოხდება თქვენი შეშვება სოფელში“- აცხადებენ სამინისტროში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები