ქეთევან გუგუტიშვილი: ,,რა შეიცვალა?! ჩემ ბაღში რუსი სამხედროები ჯერ კიდევ 6 წლის წინ გამოჩნდნენ"
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები ქეთევან გუგუტიშვილი დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. მან უცხოელ დიპლომატებს საკუთარი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.

ქეთევან გუგუტიშვილმა აღნიშნა, რომ მისი სახლის ეზოში, რკინის ბოძები, რუსებმა ჯერ კიდევ 2013 წელს დაყარეს.

,,მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა, თუმცა მდგომარეობა არ შეცვლილა. მაშინ 13 ელჩი იყო ჩამოსული ჩემი სახლის ეზოში. ნახეს საკუთარი თვალით ჩემი მდგომარეობა. მინდა, რომ გამოსწორდეს ეს სიტუაცია. მძიმე პირობებში ვცხოვრობთ" - აცხადებს ქეთევან გუგუტიშვილი.

შერიგების სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო იმ ადამიანებზე იზრუნებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები