კასპის მერია ,,ფერისცვალების დღესასწაულს" კონცერტს მიუძღვნის
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ფერისცვალების დღისადმი მიძღვნილი საზაფხულო კონცერტი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის კულტურის სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, კონცერტი მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ეზოში გაიმართება, რომელშიც საეკლესიო გალობის სასწავლების გუნდი მონაწილეობს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ამ გადაწყვეტილებით შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა გრძელდება, რომელიც გამყოფი ხაზის სოფლებში საზაფხულო კონცერტების სერიას მოიცავს.

კონცერტი 19 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე დაიწყება.

ღონისძიების ორგანიზატორია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური. მხარდამჭერი: ფონდი „ქართული გალობა“.



ფოტოზე: მეტეხის ეკლესიის ეზო, გამოყენებულია ლაშა ოდოშაშვილის ფოტო.

იხ. ამავე თემაზე:

კასპის მერი: ,,ფერისცვალების შემდეგ წყალი მოიმატებს"

უწყლო ქვემო ჩოჩეთელები კვლავ ფერისცვალების იმედად დატოვეს

კავთისხევში ქვემო ჩოჩეთის უბნელები სასმელ წყალს 2 დღეში ერთხელ ელოდებიან


Print

სტატიის გამოყენების პირობები