გუგუტიანთკარში პოლიციამ ,,რუსეთი ოკუპანტიას" წევრები არ შეუშვა
სამართალდამცველები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს გუგუტიანთკარში არ უშვებენ, რის გამოც ორგანიზაციის წევრებმა შსს-ს საინფორმაციო ცენტრს - ,,112"-ს შეატყობინეს.

„რუსეთი ოკუპანტია“ და „სირცხვილია“-ს წარმომადგენლები ამ წუთებში მერეთის პოლიციის შენობასთან არიან, პოლიციელებმა მათ გზა გადაუკეტეს.

„მივდიოდით გუგუტიანთკარში, იმ ყველაფრის გასაპროტესტებლად, რაც იქ ხდება, თუმცა არ შეგვიშვეს. ჩვენ პოლიციელებს ვუთხარით, რომ გზას გუგუტიანთკარამდე ფეხით გავარგძელებდით, თუმცა არ დაგვთანხმდნენ და გზა გადაგვიკეტეს. ისინი ჩვენივე მიწაზე გადაადგილებას გვიზღუდავენ, გამოვიძახეთ პატრული და შედგება შესაბამისი ოქმი. ვაპირებთ საქმე სასამართლოში გავასაჩივროთ “- აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი ანა ჭარხალაშვილი.

გუგუტიანთკარში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებთან ერთად ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც მიდიოდა.

„ადგილობრივი მოსახლეობის ნახვა გვინდოდა, გვინდოდა საკუთარი თვალით გვენახა ის რაც სოფელში ხდება. სამოქალაქო სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მივდიოდით გუგტიანთკარში, მაგრამ არ შეგვიშვეს. „- აცხადებს ქადაგიძე.

გუგუტიანთკარში ერთი კვირაა რუსი სამხედროები ღობეებს ამონტაჟებენ. ახალი ღობეების შედეგად, საოკუპაციო ხაზს მიღმა რამდენიმე სახლი დარჩა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები