აქცია-პერფორმანსი სოფელ გუგუტიაანთკარის მისადგომებთან
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა სოფელ მერეთთან საქართველოს დიდი ზომის დროშა აღმართეს.

მათი განცხადებით, ისინი ამ ფორმაით აპროტესტებენ გუგუტიაანთკარში მიმდინარე პროცესებს.

ახალგაზრდებმა ოკუპაციის მსგავსი ფორმით გაპროტესტება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც, პოლიციამ მათ ე.წ. საზღვართან მიახლოების საშუალება არ მისცა.

ამბობენ, რომ ადგილობრივებთან შეხვედრას და მათი საჭიროებებების შესწავლას გეგმავდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები