გორის დეპუტატი გუგუტიანთკარში ხვალ ან ზეგ ჩავა
გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე გუგუტიანთკარში ხვალ ან ზეგ ჩავა. ამის შესახებ დეპუტატმა Qartli.ge-ს განუცხადა. მისი თქმით, ორი დღეა ჯერ ოზურგეთში იმყოფება, შემდეგ ზუგდიდში მიდის.

გუგუტიანთკარში ხელისუფლების პირველი პირები ამ დრომდე არ გამოჩენილან, გარდა ქეთევან ციხელაშვილისა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში არც მხარის რწმუნებყული გიორგი ხოჯევანიშვილი და არც მუნიციპალიტეტის პირველი პირი ჩასულან. გუგუტიანთკარში არსებული ვითარება ადგილზე არც პარლამენტის წევრებს დაუთვალიერებიათ.

„ის, რაც გუგუტიანთკარში ხდება, ძალიან ცუდია, მე არ ვყოფილვარ სოფელში, ვერ მოვახერხე ჩასვლა. ორი დღეა, გამოსული ვარ გორიდან, ჯერ გურიაში ვიყავი, შემდეგ ზუგდიდში და ვერ ჩავედი. ვაპირებ აუცილებლად ჩავიდე და ადგილზე გავეცნო ვითარებას. ხვალ ან ზეგ ჩავალ. არ დაწეროთ, რომ მოუცლელობის გამო ვერ ჩავედი ან უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ამაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის არ არსებობს “-აცხადებს გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო მაკრახიძე.

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები ერთ კვირაზე მეტია, რაც მუშაობენ და ე.წ. საზღვარს ავლებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები