,,რა დროს დასვენებაა?" - გორის მერიასთან აქცია გაიმართა
გორის მერიის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში ჩასვლას და იქაური მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

გუგუტიანთკარელები ამბობენ, რომ ცხოვრობენ უკიდურეს გაჭირვებაში, ამას თან ემატება რუსი სამხედროების მიერ, ახალი ღობეების მონტაჟი. გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლების მოსახლეობის ნაკვეთები და, მათ შორის, საცხოვრებელი სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

 


გორის მერი შვებულებაშია და ის გონიოში ისვენებს. ამის შესახებ დღეს დილით ინფორმაცია qartli.ge-მ გაავრცელა.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ქვეყნისთვის და მით უმეტეს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ უნდა ისვენებდნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები