გამყოფ ხაზთან მდებარე ეკლესიასთან სავარაუდოდ 7 ადამიანი დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის მცხოვრები, 7 ადამიანი, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ამის შესახებ qartli.ge-ს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, მათ შორის, 18-წლის ბიჭია, ხოლო დანარჩენნი - 33-38 წლის ასაკის.

,,7-ვე მათგანთან სატელეფონო კონტაქტი გაწყვეტილია. თუ ჩამოართვეს ტელეფონი, ბუნებრივია, ვეღარ დავუკავშირდებით" - აცხადებს ვათიაშვილი.

მისი განმარტებით, ეკლესიის ტერიტორიაზე ტელეფონს მიღება აქვს და ამიტომაც მოსახლეობა ფიქრობს, რომ ისინი დააკავეს.

ჯერ-ჯერობით, სხვა ინფორმაცია მოსახლეობას არა აქვს. ტარიელ ვათიაშვილი ამბობს, რომ წმინდა გიორგის ეკლესიაში ბიჭები შუადღეს წასულან: ,,დღეს არანაირი დღესასწაული არაა, თუმცა, როგორც ჩანს, მოიწადინეს ასვლა".


ფოტოზე: მრევლი წმ. გიორგის ეკლესიიდან ბრუნდება -  გადაღებულია 2018 წელს, გიორგობას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები