მცხეთასთან ერთმანეთს ავტობუსი, სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა
მასშტაბური ავარია ავტობანზე - ერთმანეთს რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.

მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთის სიახლოვეს, ნატახტართან, მოსახვევში მოხდა.

ასევე, ისიც ჩანს, რომ მთავარ მაგისტრალზე წვიმიანი ამინდი იყო, ხოლო დამტვრეული მანქანები რამდენიმე ათეულ მეტრის მანძილზეა გაშლილი.

შს სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 16 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.






Print

სტატიის გამოყენების პირობები