გორის მერი შვებულებიდან დაბრუნდა
გორის მერი კოტე თავზარაშვილი შვებულებიდან დაბრუნდა. ორი დღის წინ განაცხადა, რომ გონიოში დასვენებას კვირას შეწყვეტდა.

კოტე თავზარაშვილი დღეს გორში, იმ ოჯახებში მივიდა, რომლებიც გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ღობეების გამო, საკუთარ სახლებში ვეღარ შედიან.

ერთ კვირაზე მერია სოფელ გუგუტიანთკარში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ღობეების მონტაჟი განაახლეს. ასეთ დროს გორის მერის დასვენება ზღვაზე საზოგადოების განსჯის საგანი გახდა.

დღეს ამირან და ლავრენტი გუგუტიშვილებს, ასევე, გივი რაზმაძის ოჯახებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც შეხვდა. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ დაზარალებულ ოჯახებს ის პროგრამა გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერით მათ მიმართ ხორციელდება.

იხ. ამავე თემაზე:

გუგუტიშვილებისა და რაზმაძის ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები