ავტობანზე გერმანელი მოტობაიკერი ძაღლს დაეჯახა და დაშავდა
სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა მამაკაცს, რომელიც მოტოციკლით ავტობანზე ძაღლს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხცისის გადასახვევთან მოხდა. ავარიის ადგილზე პოლიციის შენობა დგა.

გერმანელი მოქალაქე ლავიწის ძვლებისა და ნეკნების დაზიანებით ხაშურის საავადმყოფოში მიიყვანეს: ,,მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებენ ხაშურმედში.

ძაღლი დაიღუპა, შეჯახებისას მოტოციკლი გზის სავალ ნაწილზე გაცურდა.

qartli.ge-ს შინაგან საქეთა სამინისტოდან აცნობეს რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

თემატური ფოტო - მოტობაიკერი გერმანიში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები