გუგუტიანთკართან რუსი სამხედროები ისევ მუშაობენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ღობეების მშენებლობა განახლდა.

ამის შესახებ qartli.ge-ს  ,,იმედის" ჟურნალისტმა განუცხადა. სოფელში სამუშაოდ კვლავ ტელეკომპანიებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

სააგენტოებს და ადგილობრივ მედიასაშუალებებს (ტელეკომპანიების გარდა) სამუშაოდ ერთ კვირაზე მეტია არ უშვებენ.

საოკუპაციო ღობეების მონტაჟის შედეგად, დამატებით რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.

ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახები სახემწიფოსგან სამეურნეო მიწის ნაკვეთს მიღებენ, რომელთა დამუშავებასა და სურვილისამებრ გამოყენებასაც შეძლებენ. აგრეთვე, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით მათ ფულადი თანხა გადაეცემათ. დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და სახლები გორში, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომისა და გუგუტინთკარში საკუთარი სახლების დაბომბვის შემდეგ ცხოვრობენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორში, გივი რაზმაძისა და ლავრენტი გუგუტიშვილის ოჯახებში იმყოფებოდა, რომელთა სახლებიც სოფელ გუგუტიანთკარში უკანონოდ გავლებული მავთულხლართების მიღმა მოექცა.

ოჯახების ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრებს კი სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს. მათთვის უფასოდ პროფესიულ გადამზადებასაც იქნა შეთავაზებული.

სახელმწიფო მხარდაჭერას გამოხატავს ამირან გუგუტიშვილის ოჯახის მიმართაც, რომლის სახლიც მავთულხლართების გავლების შემდეგ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, თუმცა მასზე წვდომა მაინც შეზღუდული აქვს. ამირან გუგუტიშვილის ოჯახი ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები