გორის მუნიციპალიტეტიდან გატაცებულ რვა მამაკაცს ცხინვალში სავარაუდოდ დღეს გაასამართლებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებინდან გატაცებულ მამაკაცებს ცხინვალში სავარაუდოდ დღეს გასამართლებენ.

მეჯვრისხევის და ახალუბნის მცხოვრებლებს დეფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავება.

ვინაიდან, მათი დაკავება არასამუშაო დღეს მოხდა, სასამართლო დღეს ან ხვალ უნდა ჩაინიშნოს.

საოკუპაციო ძალებს არარსებული საზღვრის გადაკვეთისთვის ჯარიმა აქვს დაწესებული.

თუ აქამდე დაკავებულთა ოჯახს 2000 რუსული რუბლის გადახდა უწევდათ, წელს უკვე ეს თანხა 5000 რუბლამდე გაიზარდა. რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 200 ლარს აღწევს.

ცნობისთვის, შეიარაღებულმა რუსმა და ოსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 17 აგვისტოს ოკუპირებული ზემოარცევის მისადგომებთან ახალუბნის 7 მცხოვრები დააკავეს, ხოლო 18 აგვისტოს კი, ოკუპირებულ ღრომთან, მეჯვრისხევის 1 მცხოვრები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები