ბორდერიზაციის განახლებიდან მე-13 დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი გუგუტიაანთკარში ჩავა
შიდა ქართლის გუბერნატორი გუგუტიაანთკარში დღეს ჩავა. ამის შესახებ qartli.ge-ს სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც გიორგი ხოჯევანიშვილის უწყებაში გვითხრეს, გუბერნატორი ახლა თბილისში იმყოფება და ე.წ. საზღვართან გორში დაბრუნების შემდეგ ჩავა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ გუბერნატორი შვებულებნაში არ ყოფილა თუმცა, ის ვერ გვპასუხობს კითხვაზე: თუ რატომ არ ჩავიდა აქამდე რეგიონის პირველი პირი სოფელში, რომელიც ოკუპაციის მორიგი მსხვერპლია.

აღსანიშნავია, რომ qartli.ge უკვე ერთი კვირაა ცდილობს გუბერნატორის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას.

სატელეფონო ზარებს არ პასუხობს არც გუბერნატორი, არც მისი ადმინისტრაციის უფროსი და არც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი.

სამხარეო ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ნაწილობრივ მხოლოდ დღეს შევძელით, პრესსამსახური დაგვპირდა, რომ ინფორმაციას დააზუსტებდა და მოგვიანებით გვიპასუხებდა თუმცა, qartli.ge-ს ზარებს ისევ არ პასუხობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები