ევროპარლამენტარმა მარკეტე გრეგოროვამ შვებულება შეწყვიტა და გუგუტიანთკარში ჩავიდა
,,ფსბ-ის ჯარისკაცებმა ჩემგან 20 მეტრის დაშორებით დაანაწევრეს საქართველო." - განაცხადა თავისუფალი რუსეთის წარმომადგენელმა ეგორ კუროპტევამ, რომელიც ევროპარლამენტარ მარკერეთ გრეგორევთან ერთად, გუგუტიანთკარში ჩავიდა. 

,,დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობარს, ევროპარლამენტის წევრს, მარკეტა გრეგოროვას, რომ გადაწყვიტა შვებულების შეწყვეტა და ვნახეთ, რას აკეთებს კრემლი საქართველოში." - განმარტა ეგორ კუროპტევამ.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა ბორდერიზაცია 7 აგვისტოდან განაახლეს. ახალი ღობეების მონტაჟის შედეგად, საოკუპაციო ხაზს მიღმა ორი სახლი დარჩა, ერთი კი, - ღობეს სიახლოვეს დარჩა, რომელთან მიახლოებაც მეპატრონეს აუკრძალეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები