ბიისის აბანო - სამკურნალო წყლები გორის მუნიციპალიტეტში
გორის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე დიდი პოპულარობით სარგებლობს „ბიისის აბანო“.

სამკურნალო წყლებს თითქმის ყველა სეზონზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ვიზიტორები სტუმორბენ.

თბილი, გოგირდის წყალი, ხის ფიცრულებით მოწყობილ კუპეებში 24 საათის განმავლობაში მოედინება.

ბიისის აბანოში შესვლა ფასიანია და ერთ პერსონაზე ორი ლარი ღირს.

გოგირდის აბანოს სამკურნალო თვისებებზე ოდითგანვე საუბრობდნენ და ამ ყველაფერს თანამედროვე მედიცინაც ადასტურებს .

მედგიკოსები ამბობენ, რომ გოგირდიანი წყალი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემისთვის.

გარდა ამისა, გააჩნია კანის გამააახალგაზრდავებელი, მატონიზირებელი თვისებები და ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის გაჯანსაღებას, ამიტომ თანამედროვე ესთეტიკის მედიცინაში მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

ბისისის აბანო გორიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები