ახალი ამბები
,,სპრეი არტი" გორში - თვითმფრინავი მტრედებით
სპრეი-არტით კედლის მოხატვის ღონისძიებაში მხატვარი - მარიამ რამიშვილი მონაწილეობდა, რომელმაც ომის თემატიკაზე შექმნილი საკუთარი ნამუშევარი სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ, კედელზე გადაიტანა. მარიამის თქმით, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან დამთრგუნველი იყო და არავის არ უნდა, რომ მსგავსი განმეორდეს.

,,ეს ნამუშევარი 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, კონკრეტულად ომს ეძღვნება. ამით გამოვსახავთ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. ძალიან დამთრგუნველი და არავის არ უნდა რომ მსგავსი განმეორდეს.’’ - ამბობს მარიამ რამიშვილი.

ღონისძიება პროექტ ,,ACT მიმართულება დამაკავშირებელი კედლების’’ ფარგლებში განხორციელდა, რომლის ორგანიზატორია Master Peace Eastern Partnership and Central Asia regional hub.

,,Master Peace Georgia’’-ს პროექტების  კოორდინატორის, მარიამ ჯუღელის თქმით, ამ აქტივობით აგვისტოს ომისა და მისი გმირების გახსენება სურდათ.

,,გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტის ფარგლებში გორში კედელი მოგვეხატა. კონკრეტული თემატიკაა აგვისტოს ომი და გვინდა რომ ამ ნახატით საზოგადოებას შევახსენოთ რომ ჩვენ გვახსოვს ის, რაც მოხდა და პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს’’ - ამბობს მარიამ ჯუღელი.

მისი თქმით, გორი მეოთხე ქალაქია, სადაც კედლის მოხატვის ღონისძიება ჩატარდა.

,,პირველი აქტივობა მარნეულში განვახორციელეთ. იქ თემატიკა იყო ინტერკულტურული დიალოგის წახალისება, მეორე აქტივობა იყო ხაშურში, ახალგაზრდების წახალისაბასა და გააქტიურების თემაზე. მესამე იყო ბაკურიანი, აქაც ახალგაზრდების გააქტიურებაზე. მეოთხე აქტივობაა გორში - ომის თემატიკაზე’’ - განაცხადა ,,Master Peace Georgia’’-ს პროექტების ლოკალურმა კოორდინატორმა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები