,,დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“-გუბერნატორი
შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მამაკაცების ოჯახებში მივიდა.

მისი თქმით, ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს რვავე მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გუბერნატორმა გატაცებულების ოჯახებს უთხრა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მათ გასათავისუფლებლად.

„დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, რადგან, უკანონოდ დაკავებულები საკუთარ ოჯახებს მშვიდობიანად დაუბრუნდნენ,“-განცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, ახალუბნის 7 მცხოვრები ოკუპანტებმა სოფელ ზემოარცევის მისადგომებთან 17 აგვისტოს დააკავეს.

მეორე დღეს კი, სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი აიყვანეს ოკუპირებულ ღრომთან ახლოს.

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ყველა მათგანს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები