ევროპარლამენტარი: ,,ადგილობრივებს მინდა ვაჩვენო, რომ ისინი მარტო არ არიან"
ევროპარლამენტარი მარკეტკა გრეგოროვი კიდევ ერთ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელიც მან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში ჩაწერა.

ის პირობას დებს, რომ საოკუპაციო ხაზით დაზარალებულ მოსახლეობას მარტო არ დატოვებს:

,,ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო მაქვს გადაღებული.გასული კვირიდან პროცესები განახლდა. მე მქონდა შესაძლებლობა მივსულიყავი და მენახა რუსი სამხედროები ,,მოქმედებაში". საუბედუროდ, რუსეთის არალეგალური მოქმედებები დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე, რომლებიც ცდილობენ, რომ წავიდნენ. მე მივედი მათთან სასაუბროდ. თავდაპირველად, მოხუცმა კაცმა არ შემომხედა, მაგრამ მერე მომიბრუნდა: არავინ დაგვეხმარება, მოგვიწევს აქედან წასვლა, თუკი კვლავაც გადმოვლენ რუსებიო. 8 ადამიანი დააკავეს სრულიად უმიზეზოდ. მე ავუხსენი მათ, თუ საიდან ვიყავი; ვუთხარი, უკრაინის გამო რუსეთს სანქციები დაუწესდა, მაგრამ არა საქართველოს გამო. სიტუაცია შეიცვალა და უკვე ქართული სტუმართმოყვარეობით გამიმასპინძლდნენ." - წერს ევროპარლამენტარი.

მარკეტკა გრეგოროვი აცხადებს, რომ რუსეთის არალეგალური ქმედებების შესახებ, მოხსენებას ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში გააკეთებს:

,,მინდა ადგილობრივებს ვაჩვენო, რომ ისინი მარტო არ არიან" - წერს მარკეტკა გერგოროვი. ის ჩეხეთიდანაა.




იხ. ამავე თემაზე:


ევროპარლამენტარმა მარკეტე გრეგოროვამ შვებულება შეწყვიტა და გუგუტიანთკარში ჩავიდა


,,ჩვენ აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი რუსეთს" - ევროპარლამენტარი გუგუტიანთკარში
Print

სტატიის გამოყენების პირობები