,,როცა ვურეკავთ ზარი გადის, მაგრამ არ იღებენ ტელეფონს“-გატაცებულის დედა
საქართველოს 8 მოქალაქე ისევ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

ისინი ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდებიან, რის შემდეგაც სავარაუდოდ მათ გაათავისუფლებენ.

ერთ-ერთი გატაცებულის დედა აცხადებს, რომ პროცესი ორშაბათს უნდა გამართულიყო, თუმცა, რატომ არ გაიმართა ე.წ. სასამართლო არც მათ და არც სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის წარმომადგენლებმა იციან.

„გუშინ შუადღით სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები და გვითხრეს, რომ ცდილობენ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ დაკავებულები სწრაფად და უსასყიდლოდ გამოუშვან. ისიც გვითხრეს, რომ ე.წ. სასამართლო სამშაბათს გაიმართებაო. გუშინაც უნდა ყოფილიყო ე.წ. სასამართლო, მაგრამ რატომ არ ჩატარდა სუს-ის წარმომადგენლებმა არ იციან, ინფორმაცია არ გვაქვასო. ისიც გვითხრეს, რომ დაშავებულები არ არიან არც შეურაცხყოფა მიუყენებიათო. ცხინვალიდან არავინ დაგვკავშირებია. როცა ვურეკავთ ზარი გადის, მაგრამ არ იღებენ ტელეფონს,“ -აცხადებს ერთ-ერთი გატაცებულის დედა.

რუსმა ოკუპანტებნმა საქართველოს 8 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. 7 მათგანი სოფელ ახალუბნის, 1 კი, მეჯვრისხევის მკვიდრია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები