ბოლო სამ თვეში შიდა ქართლში ნარკოტიკის მოხმარებაზე 267 მოქალაქე შეამოწმეს
შიდა ქართლის რეგიონში, პოლიციამ 2019 წლის მაისში, ივნისსა და ივლისში, ნარკოტიკული შემოწმება 267 მოქალაქეს ჩაუატრა. ყველა მათგანი მამაკაცია.

შემოწმებულთაგან დადებითი პასუხი ნარკოტიკულ თრობაზე 142-ს დაუდგინდა. ამის შესახებ შიანაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ნათქვამი.

ძალოვანი უწყების ცნობით, მაისის თვეში სულ გადამოწმდა 94 მოქალაქე, აქედან ნარკოტიკის მოხმარება 59-ს დაუდგინდა.

ტესტი 17-დან 24 წლამდე ასაკის 13 მოქალაქეს ჩაუტარეს, აქედან თრობა 6 მათგანს დაუდგინდა. 25-დან 44 წლამდე 66 პირი შემოწმდა, 44-მა მათგანმა დადებითი პასუხი აჩვენა.

45-დან 60 წლმდე 15 მოქალაქე შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკი 9-ს ჰქონდა მომხარებული.

ივნისში, სულ შემოწმებულია 129 მოქალაქე, აქედან დადებითი პასუხი 69-მ აჩვენა.

პოლიციელებმა 17-დან 24 წალმდე სულ 35 მამაკაცს ჩაუტარეს ნარკოლოგიური ტესტი, დადებითი შედეგი 19-მა მათგანმა აჩვენა.

25-დან 44 წლამდე შემოწმებულია 81 მამაკაცი, ნარკოლოგიური თრობა 48-მ აჩვენა. რაც შეეხება 45-დან 60 წალმდე პირებს, სულ შემოწმდა 12, დადებითი პასუხი 2-მა მათგანმა აჩვენა.

ივლისში შიდა ქართლში ნარკოლოგიური ტექსტი ჩაუტარდა 44 მოქალაქეს, აქედან 14-მა მათგანმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნარკოლოგიურ თრობაზე გადამოწმებულია 2 ადამიანი, რომელთა ასაკი 17-დან 24 წლამდეა. ნარკოტიკის მომხარება ორივეს დაუდგინდა.

25-დან 44 წლის ასაკის სულ გადამოწმებულია 32 ადამიანია, დადებითი შედეგი 12-მა მათგანმა აჩვენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები