დათა ვანიშვილთან მისულ დავით ქაცარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ
,,ვიღაცასთან მოსვლია ჩხუბი, თუმცა არ ვიცით, ვინ იყო" - ამბობს სოფლის წარმომადგენელი როინ ადიკაშვილი. ის  სპეციალისტთან, ადგილობრივ მკვიდრ ირინა მაყიშვილთან ერთად, ხურვალეთში იმყოფება, სადაც პოლიციაა მობიზილებული.

ანსიტასოკუპარიო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერს დავით ქაცარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქაცარავა ამბობს, რომ რამდენიმე პირი იყო. ის ახალ ხურვალეთში (იგივე ბობნევი) საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილ დათა ვანიშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

„ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში.წამლები მოვუტანე დათა პაპას. ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია შსს ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ. დათა პაპას სახლთან დამხვდა 4- 5 კაციანი ტიტუშკების ჯგუფი. მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ. მოკლედ, ტიტუშკებით ბრძოლაზე გადავედით? გასაგებია.მივდივარ საავადმყოფოში. იქედან შეგეხმიანებით. პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა. ხო, სხვათა შორის, კუანა კურდღლებო, ყბები როგორ გაქვთ?“ - წერს ქაცარავა.

შინაგან სამქეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126 ძალადობის მუხლით დაიწყო, უწყების ცნობით მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
Print

სტატიის გამოყენების პირობები