დავით ქაცარავა საავადმყოფოდან ახალსოფლის პოლიციის განყოფილებაში მივიდა
დავით ქაცარავა გორის შს სამართველოს სოფელ ახალსოფლის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაცია Qartli.ge-ს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა მიაწოდა.

ქაცარავას სამართალდამცველები სოფელ ბობნევში მოხმდარ ინცინდენტთან დაკავშირებით კითხავენ. „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა განაცხადა, რომ მას ბობნევში (ახალი ხურვალეთი) დათა ვანიშვილთან მედიკამენტები მიქონდა, რა დროსაც 5 ახალგაზრდა თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

„წამოვედი ბობნევში, მარტო, დათა პაპასთან წამლები უნდა მიმეტანა. ჩემი აქ მოსვლის შესახებ მხოლოდ შსს-ს პრეს-სამსახურმა იცოდა. პოლიციის ეკიპაჟი შემომყვა დათა პაპასთან. მანქანის გაჩერება ვერ მოვასწარი რომ იქვე მყოფი 4-5 კაციანი ახალგაზრდების ჯგუფი დამხვდა, რომლებიც ეგრევე აგრესიულად მომვარდა და დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი „გაეთრიე აქედან, რატომ გვირევ აქ სიტუაციას, აქედან წაეთრიე და შემაგინეს“, რის შემდეგაც გამარტყეს, ბუნებრივია საპასუხო მიიღეს, ჩხუბი გაიმართა.ერთი უკნიდან მომეპარა ზურგიდან და წამაქცია, რის შემდეგაც მომცვივდნენ და ხელებით და ფეხებით დაიწყეს რტყმევა. რამდენიმე დარტყმა თავში მომხვდა, მოვახერხე წამოდგომა და ვიგერიებდი მათ. ისინი არიან მოგზავნილი ტიტუშკები. ჩემთვის აშკარაა, რომ ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ეს ადამიანები იქ შემთხვევით არ იყვნენ, ზუსტად იცოდნენ როდის და სად მოვიდოდი. „- განაცხადა ქაცარავამ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე მუხლის ( ძალადობა) იძიებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები