ცხინვალში საქართველოს 8 მოქალაქეს ჯარიმა შეუფარდეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ დაკავებულ 8 მამაკაცს, რომელიც 17-18 აგვისტოს დააკავეს, ჯარიმა შეუფარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

კომიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, საქართველოს 8-ვე მოქალაქე ჯარიმის გადახდისთანავე გადაეცემა ქართულ მხარეს. 

დაკავებულები არიან: 1. გოგიტა ნასყიდაშვილი, 2. ილია ბაინდურაშვილი, 3. ოთო ელიაური, 4. ზურა გერკეული, 5. კობა ვარდანაშვილი, 6. ილია მიღრიჯანაშვილი. 7. ლაშა გერკეული. ლაშა და ზურა გერკეულები ბიძაშვილები არიან.

რაც შეეხება მერვე მოქალაქეს, 1987 წელს დაბადებული სოსო დვალიშვილი 18 აგვისტოს გამთენიისას მეჯვრისხევის სიახლოვეს დააკავეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები