ცხინვალს ქართულმა პოლიციამ სავარაუდოდ ანდრეი ქობისოვი გადასცა - რადიო თავისუფლება
რადიო ,,თავისუფლების" ცნობით, საქართველოს 8 მოქალაქე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა ოსურ მხარეს 36 წლის ანდრეი ქობისოვი გადასცეს.

ამის თაობაზე ერგნეთში კითხვა საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს დაუსვეს. სირაძემ ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მილიცია 36 წლის ანდრეი ქობისოვს და 28-წლის სერგეი გაბარაევს ერთი თვეა ეძებს. ქობისოვი ისედაც ძებნილი იყო, მან ცხინვალის ციხიდან გაქცევა შეძლო და იმალებოდა.

2019 წლის 16 ივლისს, ცხინვალის რაიონის სოფელ ზალდაში, მილიციის ორი თანამშრომელი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, სადაც ქობისოვი ეგულებოდათ. მილიციის წარმომადგენლებსა და სახლში მყოფ პირებს შორის, სროლა ატყდა. ქობისოვი დაიჭრა და გაბარაევთან ერთად გაქცევა შეძლო.

17 ივლისს ქობისოვი და გაბარაევი ქართულმა მილიციამ ერგნეთთან (მამისაანთუბანი) დააკავა. ქობისოვი დაჭრილი იყო.

იხ. ამავე თემაზე:
Print

სტატიის გამოყენების პირობები