რა იციან პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის შესახებ გუგუტიაანთკარში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და რეგიონის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, წუხელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა.

ინფრმაციას მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური ავრცელებს. ბახტაძე და თალაკვაძე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ჟურნალისტების გარეშე ჩავიდნენ.

პრემიერ-მინისტრის პიარ სამსახური იუწყება, რომ ისინი გოჩა მარღიშვილის ოჯახს სტუმრობდნენ.

ხელისუფლების პირველი პირები გამყოფ ხაზთან ისე ჩავიდნენ, რომ მათი ვიზიტის შესახებ არც ჟურნალისტებმა და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაფერი იცოდნენ.

„არაფერი ვიცი, ადგილობრივებისგან გავიგე, რომ წუხელ ყოფილან. ვის და რა თემაზე ესაუბრნენ არც ეგ ვიცი. ცოტა ხანში შევხვდები ადგილობრივებს და უფრო მეტი დეტალი მეცოდინება“- უთხრა Qartli.ge-ს გუგუტიანთკარში გორის მერის წარმომადგენელმა რუსუდან კილაძემ.

Qartli.ge გუგუტიანთკარის მაჟორიტარ დეპუტატს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერაბ მახარაშვილსაც დაუკავშირდა.

„თქვენგან მესმის პირველად არაფერი ვიცი,“- აცადებს მახარაშვილი.

ცნობისთვის, მთავრობის მეთაურები გუგუტიაანთკარში ბორდერიზაციის განახლებიდან მე-14 დღეს ჩავიდნენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები