გუგუტიანთკარის არხით 50 ჰა ირწყვება
არხი, რომელსაც ოკუპაცია ემუქრება 4 სოფლის მოსახლეობა სარწყავად იყენებს.

თვითდინებით წამოსული წყალი სათავეს პატარა ლიახვიდან იღებს, რომელიც მიედინება მერეთში, ზარდაიანთკარში, კოშკასა და გუგუტიანთკარში.

არხზე 4 მცირე სატუმბი სადგური აყენია. გუგუტიანთკარის მიმართულებით წყალი მესამე სატუმბი სადგურით მიედინება:

უფრო კონკრეტულად:

სატუმბი სადგური ,,მერეთი 1" - ემსახურება მერეთს და რწყავს 63 ჰექტარს, სულ 182 სასოფლო სავარგულს.

,,მერეთი 2" - ით ირწყვება ზარდიაანთკარელების 20 ჰექტარი სულ 90 ნაკვეთი.

,,მერეთი 3" - გადის გუგუტიანთკარისა და კოშკის ნაწილზე საერთო ჯამში ირწყვება 50 ჰექტარი და 285 ნაკვეთი.

,,მერეთი 4" -  სარწყავი წყლით ამარაგებს კოშკის მოსახლეობას საერთო ფართობი 35 ჰექტარი, 180 სასოფლო სავარგული.

„არხის სიგრძე სულ 5 კილომეტრია და სათავეს პატარა ლიახვიდან იღებს, სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია 2015-2017 წლებში სპეციალური პროგრამის გამყოფ ხაზთა მდებარე სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის ფარგლებში განხორციელდა“ - უთხრა Qartli.ge-ს შპს საქართველოს მელიორაციის შიდა ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსმა გაბრიელ მაზმიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები