გორის მერის მოადგილე განათლების სამინისტროში იწყებს მუშაობას
გორის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე მუშაობას განათლების სამინისტროში გააგრძელებს,თუმცა, რა თანამდებობას დაიკავებს, ეკა სუხიშვილისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

ამის შესახებ ეკა სუხიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„განათლების სამინისტროს განათლებისა და ინფრასტრუქტურის სააგენტოში, ერთ-ერთ პოზიციაზე დავინიშნები, ხვალ უფრო დეტალურად მეცოდინება და აუცილებლად გაცნობებთ. რამდენიმე ვარიანტია, ხვალ გადაწყდება. მირჩევნია, ხელშეკრულება რომ გაფორმდება, მაშინ გითხრათ. წინასწარ თქმა არ მაქვს კარგად დაცდილი“- აცხადებს ეკა სუხიშვილი.

ეკა სუხიშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა. გორის მუნიციპალიტეტის მოადგილედ ის წელიწადი და 9 თვე მუშაობდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები