საყავრეს რწმუნებული: ,,ცეცხლი გაძლიერდა და წიწვოვან ნარგავებზე გადავიდა“
ცეცხლი გაძლიერდა და წიწვოვან ნარგავებზე გადავიდა. ამის შესახებ qartli.ge-ს საყავრეს რწმუნებულმა, გია ოქროპირიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ხანძარი სავარაუდოდ 2 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული.

„ძალიან დიდი დაკვამლიანებაა. დაახლოებით 15-20 წუთში გაძლიერდა ცეცხლი და წიწვოვან ნარგავებზე გადავიდა. ზემოთ, მთის წვერისკვენ მიდის. აქ არიან მეხანძრეები და მუშაობენ. ახლა გვითხრეს, რომ მოვლენ ვერტმფრენებიც,“-აცხადებს ოქროპირიძე.

მისივე ინფორმაციით, ნანძარი თავდაპირველად სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. ხანძარი დასახლებულ პუნქტან ახლოსაა თუმცა, მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ ოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ცნობსითვის, ხანძარი ტანას ხეობაში, სოფელ საყავრესთან დაახლოებით 16 საათზე გაჩნდა.

იხ. აამავე თემაზე:

ხოვლეს გამგებელი: ,,საყავრეში ცეცხლის ჩასაქრობად ჩვენც მივიდივართ“

Print

სტატიის გამოყენების პირობები