საყავრის ტყეში ღამით 170 მეხანძრე დარჩება
,,ამ დროისთვის დადგინდა, რომ ხანძრის ფართობი 10 ჰა-ს არ აჭარბებს" - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გაჩენილ ხანძარს ეხება.

თავდაპირველად, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ცეცხლი 40 ჰა-ზე იყო მოდებული.

,,მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოებში ჩართული იქნება 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი. გათენებისთანავე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი." - წერია განცხადებაში.

22 აგვისტოს საღამოს 18:00 საათიდან ხანძარს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აქრობდა, მათ 6 გაფრენა განახორციელეს.

,,ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები." - იუწყება შსს
Print

სტატიის გამოყენების პირობები