რუსმა სამხედროებმა 24-წლის მამაკაცი გაათავისუფლეს
24-წლის გიორგი ზანგურაშვილი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კოტეტის განცხადებით, გიორგი ზანგურაშვილი 22 აგვისტოს, სოფელ არცევთან (ცხინვალის რაიონი) დააკავეს.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ზანგურაშვილი ცხინვალის სასამართლომ ჯარიმის გარეშე იმავე დღეს 22 აგვისტოს გაათავისუფლა. ახალგაზრდა მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მკვიდრია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები