24 წლის მარიამ ლაბაძის დასახმარებლად ხაშურში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
ხაშურში, 25 აგვისტოს მარიამ ლაბაძის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

მარიამ ლაბაძეს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, მის სამკურნალოდ ოჯახს კი, საკმარისი თანხები არ გააჩნია.

24 წლის მარიამს, რომელიც სამი თვის ფეხმძიმე იყო, 25 მაისს თირკმელები და ფილტვები გაეთიშა და სეფსისი განუვითარდა. საქართველოში ორთვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ ის თურქეთში გადაიყვანეს.

მარიამის დასახმარებლად, ხაშურის მერიის ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები, ჯგუფი ,,SPAM JAM’’ და ნინი მალხაზიშვილი მიიღებს.  

ღონისძიება 18:00 საათზე, ხაშურის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები